– რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იტვირთოს ყველას როლი? ვინმეს ხომ არ დასჯის და სანქციებს დააწესებს? ცდილობს, იყოს გამაერთიანებელი და ვისთანაც ხერხდება, ხერხდება – თავად გააკეთონ უკეთესად, რაც არ მოსწონთ

რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იტვირთოს ყველას როლი? მას აქვს ძალიან კონკრეტული, გამოკვეთილი ფუნქცია , – ასე უპასუხა “მართლმსაჯულების სახლის” თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ანი წითლიძეს, რომელმაც ამავე გადაცემაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ ის, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ვერ შედგა და ოპოზიცია ვერ გააერთიანა.
ბესელიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის წევრები არ არიან, მოუწოდა, რომ უკეთესად თავად გააკეთონ ის, რაც არ მოსწონთ.
“მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) რა მოლოდინებიც ან რა მოთხოვნებიც ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, შეიძლება არ იყოს რელევანტური, ამიტომ, მათი საზომით როგორც იზომება, მე ამას არ ვიზიარებ და ვერ დავეთანხმები ამ ნაწილში.
თავად გააკეთონ ის უკეთესად, რაც არ მოსწონთ. მე ეს მიდგომები არ მესმის, ჯერ ერთი, რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იტვირთოს ყველას როლი? მას აქვს ძალიან კონკრეტული, გამოკვეთილი ფუნქცია. ის ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით კონსოლიდირებას ცდილობს სხვადასხვა ჯგუფის. თუ ვინმეს ეს არ უნდა, ძალით ვერავინ ვერავის ვერ მიიყვანს, ხომ არ დასჯის ვინმეს ან სანქციებს ხომ არ დააწესებს? ცდილობს, რომ იყოს გამაერთიანებელი და ვისთანაც ეს ხერხდება, ხერხდება.
მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი როლია მისი, ეს არის ხიდი, დამაკავშირებელი საქართველოსთან ჩვენი პარტნიორების, რომლებიც იღებენ, ლეგიტიმაციას აღიარებენ და ელაპარაკებიან პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ამიტომ ეს როლი და ეს ფუნქცია არის მნიშვნელოვანი და ყველას საქმეს ვერ გააკეთებს, ნუ გვექნება ასეთი მოლოდინი. ზრდასრულ ადამიანებს უნდა გვესმოდეს, ვის რა უნდა მოვთხოვოთ და, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ ყველაზე მეტი”, – განაცხადა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა