ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეანიმაციაშია, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია – გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ბავშვს დაზიანებული აქვს სხეულის 10%, ასევე სასუნთქი გზები.
“ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა”, – ამბობს ქაშიბაძე პირველ არხთან.
10 წლის ბიჭი თბილისში გუშინ კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.