26 ადამიანი დაშავდა უკრაინის ერთ-ერთი ოლქის სოფლის საბჭოში "ხალხის მსახურის" წარმომადგენლის მიერ ხელყუმბარების აფეთქების შედეგად
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის კერეცკის სოფლის საბჭოს შენობაში მომხდარ აფეთქებას, რის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. მათ შორის მძიმედ ფასდება თავად ამფეთქებლის და კიდევ ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უკრაინსკა პრავდის" ცნობით, ხელყუმბარები ისროლა სოფლის საბჭოს სხდომის ოთახში შესულმა სერგეი ბატრინმა, უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკრაინის უშიშროების სამსახური იძიებენ აფეთქების გამომწვევ მოტივებს.
წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საბჭოს წევრმა ხელყუმბარები იმ დროს მოიყვანა მოქმედებაში, როდესაც მისი კოლეგები მომდევნო წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.