ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რეალობას უნდა შევხედოთ" | ორბანი ისევ იმეორებს, რომ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. მისივე აზრით, დასავლეთმა და ევროკავშირმა "სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა კიევის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.
"ახლა ნათელია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. ჩვენ არ უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს მოსკოვში... რეალობას უნდა შევხედოთ", - თქვა ორბანმა.
მანამდე, ნოემბრის დასაწყისში ორბანმა თქვა, რომ კიევი შორს არის EU-სგან და რომ უნგრეთის მკაფიო პოზიციაა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.