ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა შემთხვევაში დაჯარიმდება მძღოლი 500 ლარით - ნახეთ დეტალები

მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყო.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი გადანაწილდება. ავტომობილებს გზაზე ხილული გამონაბოლქვის არსებობის შემთხვევაში გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ.
მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 100, იურიდიულ პირს კი 500 ლარით დააჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება.
თუ ავტომობილის მფლობელი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს განმეორებითი ტექინსპექტირება მძღოლის ხარჯებით ჩაუტარდება.
კონტროლის გამკაცრების მიზეზი სპეციალისტების განმარტებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რასაც ძირითადად ავტოტრანსპორტი იწვევს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ეს არის სახლის ნარჩენები... აქ იყო ადამიანი მოყოლილი და მაშველებმა იპოვეს“ - არჩილ თალაკვაძე სტიქიის ზონიდან ახალ კადრებს აქვეყნებს
„ჩემო ბუთქუჩა თოკო... ბავშვი ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა“ - ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბავშვს გლოვობენ

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.