რამდენი ლარით დაჯარიმდება მძღოლი, თუ ზამთრის პერიოდში, განსაზღვრულ მონაკვეთებზე „ზამთრის საბურავებით“ არ იმოძრავებს

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ზამთრის პერიოდში – პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას, სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, აიკრძალება არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე, კანონით დადგენილ პერიოდში ზამთრის საბურავების, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია“, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სანქციებს, ის ითვალისწინებს როგორც ფულად – 100 ლარიან ჯარიმას, ისე, მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლებას.
ხოლო საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
„მოვალეობის მოხდის მიზნით გაჩუქებული საჩუქარი, ძალიან ცუდია გამჩუქებლისა და საჩუქრის მიმღებისთვის… ზოგჯერ უბედურებაც კი მოაქვს“ – გია ჯაჯანიძე
VIDEO: ლელა წურწუმია ეთერში ატირდა – რატომ ვერ შეიკავა ცრემლები შვილზე საუბრისას

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს