ნანუკა გუდავაძე ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ბერა ივანიშვილზე დაოჯახდა. წყვილი წლებია სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, საზოგადოება კი მათ ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.
ცოტა ხნის წინ ნანუკამ გამომწერებს ახალი კადრები გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ ის მეუღლესთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავის, კანიე უესტის კონცერტს ესწრებოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა და ფოტოებმა მალევე მიიპყრო თაყვანისმცემლების ყურადღება.
ნანუკა გუდავაძემ მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტისთვის არჩევანი Alaïa-ს შავ გრძელ კაბაზე შეაჩერა, რასაც არაორდინალური, თუმცა კონცერტის თემატიკისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა შეუხამა.



ნანუკა გუდავაძის კაბის ღირებულება, რომელიც ლეგენდარულ პარიზულ ლუქს კლასის მოდის სახლს ეკუთვნის, $3,699-ს შეადგენს. Alaïa 1964 წელს ტუნისელმა კუტურიემ, აზედინ ალაიამ დაარსა. ბრენდი, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ქალის სხეულის ფორმების დიდოსტატად, ცნობილია თავისი სკულპტურული სილუეტებით, ტანზე გამოყვანილი ქსოვილებითა და ლაზერული ჭრილებით დამუშავებული ტყავის სამოსით. Alaïa მოდის ინდუსტრიის სტანდარტული, გადატვირთული განრიგის მიღმა მუშაობს და სეზონურ ტრენდებს ნამდვილ, დახვეწილ ხელნაკეთ ხელოვნებას ამჯობინებს.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია ნანუკა გუდავაძეზეა დაქორწინებული. არსებული ინფორმაციით ნანუკას მამა და ბერას მამა დიდი ხნის მეგობრები არიან, სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.
ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნანუკა 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ გოგონა მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა ინსტაგრამზეც.
ნანუკა გუდავაძე ბერასთან ქორწინებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო. წყვილის დაშორების შემდეგ გოგონა მალევე დაინიშნა ბერა ივანიშვილზე. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა თქვა, რომ ბერა არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.
ახლა ძირითადად ტიკტოკზე ვიდეოების გადაღებითა და შვილების მოვლით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა მამამთილმა რამდენიმე ნანუკას სამშობიაროდ მინი საავადმყოფო მოუწყო. ივანიშვილების ოჯახმა რძლის მშობიარობისთვის სპეციალურად უცხოეთის წამყვანი ექიმებიც კი მოიწვიეს საქართველოში.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 2019 წლის, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ბერა, როგორც მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი განსაკუთრებით პოპულარული, მისი სიმღერები კი – ცნობილი.
მისმა პირველმა სინგლმა, Favorite Things, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს – „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. ვიდეო გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის, რეი ქეის მიერ.
ბერას მომდევნო სინგლმა – Don't Worry, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე Summertime.
2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე I Look Good on You. ამ ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი. ვიდეომ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.




