არქივი12 ივნისი, 2026, 18:13
გოჩა მირცხულავა: როცა ვიზიტად მყოფს, ნანუკაზე გიხდება კომენტარის გაკეთება, ეს ხელისუფლების უმძიმეს მდგომარეობაზეც მეტყველებს. ნანუკა ჟორჟოლიანი - ჯერ არ მოსულხარ და უკვე დააფეთე...

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
რატომ მგონია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი, თუ მოინდომებს ბურთსაც აკენწლავს უმაღლესი თანამდებობის პირზე მეტჯერ და ბევრად ავტორიტეტულადაც იმსჯელებს პოლიტიკაზე.
ადრეც დავწერე - ნანუკა 2004 წელს ვნახე ახლოს პირველად - ბათუმში.
ასლან სმირბას ველაპარაკები - ნანუკა ფანჯრის "პადაკოლნიკზეა" ჩამომჯდარი, ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი ირევა. უცებ მაწყვეტინებს თავაზიანად (!) და მეუბნება - (ლიტრას ეუბნებოდნენ და, კოკავ, შენ გესმოდესო) ზუსტად ეს კადრია - პურ-მარილით რომ არ გვხვდებიან გასაგებია, წყალიც ენანებათ სტუმრებისთვის?
სმირბა დაიბნა - მეც ხომ სტუმარი ვიყავი და უცებ ნანუკას ეუბნება - შორს წახვალ შენ, შორს!
ნანუკა: - ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და თქვენ წახვალთ ჩვენზე ადრე.
ამიტყდა სიცილი.
სმირბა: - არც მე არ ვაპირებ არსად წასვლას.
მე: - ნუ, მინიმუმ, წყალზე მოგიწევს ჯერ.
სმირბასაც გაეცინა - კი, მაგაში მართალი ხარო.
ნანუკა: მარილზე წასასვლელ-გასასვლელად მე არავინ მემეტება...
წყალი მოგვიტანეს. ასლანი ნანუკას უყურებს და ეღიმება, ნახე რა ორაზროვანი რამე მითხრაო.
რატომ გამახსენდა ეს? პრემიერმა ბრძანა: "რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში".
ნანუკას იმ დროინდელ ფრაზის -"თქვენ წახვალთ ჩვენზე ადრე" ინტერპრეტაციას გავაკეთებ. როცა ვიზიტად მყოფს, ნანუკაზე გიხდება კომენტარის გაკეთება, ეს ხელისუფლების უმძიმეს მდგომარეობაზეც მეტყველებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი - ჯერ არ მოსულხარ და უკვე დააფეთე... აწი, ალბათ, ცხონებული იპოლიტეს ხმით არაერთხელ მოვისმენ მავანთაგან - "წყალიიი..."
ძაან სასაცილოა მართლა ყველაფერი უკვე - რა იქეთ რა აქეთ:)) ნუ ტირილისთვის ცრემლები გაგვიშრა ცხადია...
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.