ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ქონებას ფლობს უკრაინის მიერ დასანქცირებული კახა კალაძე კიევში

რა ქონებას ფლობს უკრაინის მიერ დასანქცირებული კახა კალაძე კიევში
კახა კალაძე უკრაინის დედაქალაქში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობს. 1997 წელს მან კიევში გამარჯვების გამზირზე #39-ში 220 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა 150 000 აშშ დოლარად. 2005 წელს კიევში შევჩენკოს გამზირზე #11-ში 250 კვ.მ ფართობის ბინა 700 000 აშშ დოლარად. 2024 წლის 31 იანვარს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად ორივე ბინის 100%-ს სწორედ კახა კალაძე ფლობს.
კალაძე უკრაინაში მიწასაც ფლობდა, თუმცა 2019 წელს თბილისის მერმა 3000 კვ.მ ტერიტორია 2 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.