რა ქონებას ფლობს რამინა ბერაძე - დეპუტატის 2023 წლის დეკლარაცია
რა ქონებას ფლობს რამინა ბერაძე - დეპუტატის 2023 წლის დეკლარაცია
2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რამინა ბერაძე ფლობს 2 ბინას, არასაცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთს მარნეულში.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, არასაცხოვრებელი ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმის საფუძველზე გადაეცა უსასყიდლოდ.
რაც შეეხება 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს მარნეულში (სოფ. ყიზილაჯლო) მემკვიდრეობით ერგო. (დეკლარაციის შევსების მომენტში, მიმდინარეობდა სამკვიდროს მიღების პროცედურა).
ერთი ბინა მან 2017 წელს, ქ.თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე 13 000 დოლარად შეიძინა. აღნიშნული ბინის ფართი 122.6 კვ.მ.-ია.
ხოლო, მეორე ბინა 2019 წელს, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, 38 000 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის შევსების მომენტში, დეპუტატს „თი-ბი-სი ბანკის" ანგარიშზე ქონდა 3511.32 ლარი.
2022 წლის მანძილზე, მან პარლამენტიდან, ხელფასის სახით, მიიღო 45 504 GEL.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.