რა ქონებას ფლობს ალუდა ღუდუშაური - დეპუტატის 2024 წლის დეკლარაცია
2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაური, უძრავი ქონებიდან, ფლობს 2 ბინას და 3 მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მის მფლობელობაშია 4 მაჯის საათი და 2 მანქანა.
ღუდუშაურის საკუთრებაში არსებული ბინებიდან, ერთი ჩუქების შედეგად აქვს მიღებული 2020 წელს, მეორე კი $47 580 დოლარად შეიძინა 2018-ში.
დეპუტატი მიწის ნაკვეთებს ფლობს წეროვანში (14.08.2020 - 37 000 ლარი), ყაზბეგსა(05.07.2020 - ჩუქება) და წეროვანში (21.03.2023 - $20 000).
ასევე, მის საკუთრებაშია 27 800 დოლარად შეძენილი TOYOTA RAV4 და 44 000 დოლარად შეძენილი TOYOTA CAMRY HYBRID.
დეკლარაციაში მოხვედრილი საათებიდან 2 ნაჩუქარია (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება), 2 კი თავად აქვს შეძენილი (ერთი 12 000 ლარად, მეორე კი 21 000 ლარად).
რაც შეეხება მის ბიზნეს საქმიანობას, ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯეო კონსალტინგ
საქართველოს 100%-ს.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დანაზოგის სახით ფლობს 26 000ევროს. უძრავი ქონების, ავტომობილის
გასხვისებით მიღებული აქვს 105 000 დოლარი. 2023 წელს, პარლამენტიდან, ხელფასის სახით კი მიღებული აქვს 46 310.4 ლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.