რა უნდა გააკეთო, რომ 11 დღეში გენერალ–მაიორი გახდე? – 2 წოდება 11 დღეში

20
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიენიჭა – ირაკლი კობახიძის მორიგი განკარგულება 20 აპრილით თარიღდება.
“მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში.
მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა – 9 აპრილს “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურის ბრძანებით,  სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.
2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის” წოდება მიენიჭა.
23 ოქტომბერს – „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება;
25 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“;
26 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“;
9 მარტს – „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის“
9 აპრილს – „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას