რა უნდა გააკეთო, რომ 11 დღეში გენერალ–მაიორი გახდე? – 2 წოდება 11 დღეში

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიენიჭა – ირაკლი კობახიძის მორიგი განკარგულება 20 აპრილით თარიღდება.

“მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში.

მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა – 9 აპრილს “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურის ბრძანებით,  სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.

  • 2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის” წოდება მიენიჭა.
  • 23 ოქტომბერს – „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება;
  • 25 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“;
  • 26 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“;
  • 9 მარტს – „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის“
  • 9 აპრილს – „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“.