ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა პოზიცია აქვთ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსში

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index - LSCI) სათავეში ჩინეთია, რომელსაც კორეის რესპუბლიკა და სინგაპური მოსდევს.
ინდექსი მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანას და აჩვენებს ქვეყნის ინტეგრაციის დონე საზღვაო გადაზიდვების გლობალურ ქსელთან. ინდექსი კვარტალურად ახლდება. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველო 119-ე ადგილზეა.
· თურქეთი - მე-18 ადგილი
· რუსეთი - 32-ე ადგილი
· რუმინეთი - 81-ე ადგილი
· ბულგარეთი - 108-ე ადგილი
· უკრაინა - 158-ე ადგილი (ომის დაწყებამდე 62-ე ადგილი)
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაში საზღვაო დარგის განვითარების ამოცანის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ აღნიშნულ რეიტინგი პოზიციის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, მიზანია 2022 წელს – 146–ე ადგილიდან 2024 წელს – 125–ე ადგილზე, ხოლო 2030 წლისთვის – 96 ადგილზე გადანაცვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.