ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ რეგისტრაცია დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ რეგისტრაცია დაიწყო: https://bit.ly/3L3Gwrc
შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსურველებმა სამოტივაციო წერილი 16 აგვისტომდე უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე - [email protected] და დაელოდონ გასაუბრებას 19-20 აგვისტოს.
სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების შედეგად გამოვლენილ წარმატებულ კანდიდატებს შეუძლიათ მოიპოვონ DAAD-ის და Erasmus-ის სტიპენდიები (რვა სტიპენდია), რაც მათ ერთი სემესტრის განმავლობაში ცვიკაუში ცხოვრების ხარჯს სრულად დაუფარავს.
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).
პროგრამის წარმატების დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს 2 დიპლომს: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (IBSU-საქართველო) და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (WHZ-გერმანია).
ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/47JPBzw

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.