არქივი28 აპრილი, 2025, 11:52
რა დეტალები ხდება ცნობილი გორში მომხდარ მკვლელობაზე – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა. შემთხვევა წმინდაწყლის უბანში მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.