არქივი28 აპრილი 2025, 12:21
გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„ქართლის ამბების“ ცნობით, გორში, წმინდაწყლის უბანში, ორ ადამიანს ესროლეს.
რამდენიმე გასროლის შედეგად, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი, მეორე კი დაჭრილია.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს ერთ-ერთმა მოვაჭრემ ესროლა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.