„რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, ეს გაუგებარია“ – მაკა ბოჭორიშვილი

6
მაკა ბოჭორიშვილმა და უპასუხა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, რომელმაც 21 აპრილს თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს:
„კაია კალასის მხრიდან, პირველ რიგში, გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით და თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატია, მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება საქართველოსთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, თუნდაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც ხშირად თავად აკეთებენ ხოლმე აქცენტებს. შესაბამისად, საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, საქართველოს ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული, ის იცავს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სათანადო პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის. რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, ეს გაუგებარია, რატომ არის ეს კურსი ევროკავშირთან შეუთავსებელი, ესეც გაუგებარია, შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში