საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია – ასე ეხმაურება მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის უმაღლესის წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “საქართველოს კურსის შეცვლა სჭირდება”.
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის “ეს კურსი ევროკავშირთან შეუთავსებელი”.
„საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, საქართველოს ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული, ის იცავს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სათანადო პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის. რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, ეს გაუგებარია, რატომ არის ეს კურსი ევროკავშირთან შეუთავსებელი, ესეც გაუგებარია. შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ EU-ს მინისტრებს მკაფიო გზავნილი ჰქონდათ, რომ საქართველოს კურსის შეცვლა სჭირდება.




