პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ათხოვა “დიდმა ბიჭმა ბავშვებს” არჩევნებამდე? – პაატა მანჯგალაძე კობახიძეს

მე გეტყვი ირაკლი რა არის აქსიომატური ჭეშმარიტება, რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს თქვენი ქოცური შიდა გარჩევები და სირცხვილია, რომ ლამის ხუთი ათას წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის ქვეყანაში გვაქვს მმართველობის ფორმა, სადაც არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს! ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ხალხმა. უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ მათთან ერთად!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.