“ეპისტოლე არის ისეთი, როგორსაც საჭიროდ თვლის პატრიარქი. აქცენტები თუ ვინმეს არ მოგვწონს, ჩვენ გავაკეთოთ მეტი აქცენტი” – პაატა მანჯგალაძე

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეპისტოლე პატრიარქისა და საპატრიარქოს ხედვაა და მასში პოლიტიკურ გზავნილებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, ნაწილი კი ეპისტოლეს შინაარსს აკრიტიკებს. ერთ-ერთი, ვინც პატრიოარქის ეპისტოლე გააკრიტიკა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილია.
“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეპისტოლეს მთავარი მიზანი გახლდათ, ხელისუფლების მიმართ შერბილებულიყო კრიტიკა და ყურადღება გადატანილიყო სირიაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესად აქ მიმდინარე ომზე უნდა ყოფილიყო საუბარი, ტაძარში რომ მოგვიკლეს ღინტური ლოცვის დროს. ეს იყო სასაუბრო. ეპისტოლეში ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს სჯობდა ესაუბრათ მშიერ ბავშვებზე. ასეთი საკითხები უნდა იყოს განხილული ეპისტოლეში და არა გლობალური, რეალობას მოწყვეტილი [თემები],” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ თუ რა თემებზე იქნება გამახვილებული ყურადღება საშობაო ეპისტოლეში, ეს საპატრიარქოს და პატრიარქის გადასაწყვეტია.
“ეპისტოლე არის ისეთი, როგორსაც საჭიროდ თვლის პატრიარქი და საპატრიარქო. აქცენტები თუ ვინმეს არ მოგვწონს, ჩვენ გავაკეთოთ მეტი აქცენტი და ჩვენ გამოვხატოთ მეტი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით. მე ვიცი ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ათასობით საქართველოს მოქალაქე ამას პირდაპირ აფიქსირებს, იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია პატრიარქის ეპისტოლეს პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს.
“საქართველოს პატრიარქი, ეს არის სასულიერო პირი და მისი განცხადებები ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არც მოგვიწონებია და არც დაგვიწუნებია. შესაბამისად, ამას არც ახლა ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება