„რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, ეს არის ემპათია მეორე ადამიანის მიმართ“ - გია დვალი
„რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, ეს არის ემპათია მეორე ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ ფიზიკოსი გია დვალი აცხადებს. მისის თქმით, „ბუნებრივი პროტესტი ყველაზე ოპტიმალურია, რადგან საზოგადოება წარმოადგენს კოლექტიურ გონს რომელიც თითოეულ ადამიანზე გაცილებით უფრო ჭკვიანია“.
„რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, Chat GPT-ის მალე ისეთი IQ ექნება რომ არავის მოელანდება! ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია მეორე ადამიანის მიმართ და მისი ღირსების მიმართ და ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ პატივს! აი ეს არის ადამიანობა!
ბუნებრივი პროტესტი არის ყველაზე ოპტიმალური ხო გესმით! საზოგადოება წარმოადგენს კოლექტიურ გონს რომელიც თითოეულ ადამიანზე გაცილებით უფრო ჭკვიანია. ეს საზოგადოებას რაღაცნაირად ინსტინქტურად ერგება და თვითგადარჩენის პროცესშია, შესაბამისად ეს ყველაფერი არის გარდაუვალი და ბუნებრივი!“ - აცხადებს გია დვალი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.