ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!” – გია დვალი

“ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!” – გია დვალი
“სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც აკა­ვე­ბენ, აპა­ტიმ­რე­ბენ, ასეთ სა­ში­ნელ დღე­ში აგ­დე­ბენ…ეს არ არის საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა თქვა, გა­დაც­დო­მა…ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ტე­რო­რია!…” – ამის შე­სა­ხებ ფი­ზი­კოს­მა გია დვალ­მა “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.
მისი თქმით, ქვე­ყა­ნა უფსკრუ­ლის პი­რას დგას, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვით­გა­დარ­ჩე­ნის რე­ჟიმ­შია გა­და­სუ­ლი და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით, სა­კუ­თარ ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას ცდი­ლობს.
“IQ-ზე და რა­ღა­ცებ­ზე რომ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან… ის რაც ჩვენ გვქმნის ადა­მი­ა­ნე­ბად, ეს IQ კი არ არის, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ იმი­ტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, IQ ChatGPT-ის ისე­თი ექ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ არა­ვის რომ არ მო­ე­ლან­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბად ჩვენ გვქმნის ემ­პა­თია – ის, რომ ჩვენ გვაქვს ემ­პა­თია მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის მი­მართ და მისი ღირ­სე­ბის მი­მართ და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს ვცემთ პა­ტივს, აი, ეს არის ადა­მი­ა­ნო­ბა. ასე­თი საქ­ცი­ე­ლი, რა­საც ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით, გა­დის ადა­მი­ა­ნო­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან. ეს რა­ღაც უბე­დუ­რე­ბაა!.. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასეთ­მა გზამ კა­ტას­ტრო­ფის­კენ არ მი­გიყ­ვა­ნოს?!…ეს არის საქ­ცი­ე­ლი ვი­ღაც ჯგუ­ფის, რო­მელ­საც უნდა, რომ ქვე­ყა­ნა გა­და­ჩე­ხოს. აქ არ არის ლა­პა­რა­კი პო­ლი­ტი­კა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ში­ნა­გა­ნი, თუ გნე­ბავთ ზურ­გის ტვი­ნით გრძნობს, რომ ქვეყ­ნის გა­და­ჩე­ხას ლა­მო­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ თავი გა­და­ვირ­ჩი­ნოთ. ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ტეს­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის კო­ლექ­ტი­უ­რი ტვი­ნი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე გა­ცი­ლე­ბით ჭკვი­ა­ნია, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახლა თვით­გა­დარ­ჩე­ნის რე­ჟიმ­შია. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ტეს­ტი ყო­ველ­თვის არის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი. ” – გა­ნა­ცხა­და გია დვალ­მა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.