ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაც უფრო მეტს ყვირის “ნაცბაბლის” სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „Yandex Bank“-ს და WB Bank-ს, რომელიც კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია და აღნიშნულია, რომ Wildberries-ის საქართველოში პიარ მომსახურეობას თეონა ბაღდავაძე უწევს.
აბაშიძის თქმით, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა “ტელეკანალიზაციები” ვითომ “ათეთრებენ”.
“უცვლელი კანონზომიერებაა, რაც უფრო მეტს ყვირის “ნაცბაბლის” სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში; ბოლო ცნობით, ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა/Tayona ბაღდავაძე. თუმცა, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა “ტელეკანალიზაციები” ვითომ “ათეთრებენ”.
ბრიტანეთის ბოლო სანქციები შეეხო რუსულ Яндекс Банк-სა და WB Банк-ს. ორივე კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია. აღსანიშნავია, რომ Wildberries-ის საქართველოში PR-მომსახურეობას “ნაცების” მეგუნდრუკე თეონა ბაღდავაძე უწევს. უწინ “სოტოვი” Билайн-ის “პიარშიცაც” ყოფილა საქართველოში.
რაღაცით ხომ უნდა ისულდგმულონ სააკაშვილის მადიდებლებმა? მხოლოდ გია ბარამიძის მოწოდება რომ 5-5 ლარი ჩაურიცხინ, არაკმარისია- წერს აბაშიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.