“რატომ უნდა გავფრინდე სკოპიეში იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ფრენის უფლება, თუ არ მიდის ჰააგაში”? | ბოიკოტი ეუთოს სამიტს

რატომ უნდა გავფრინდე სკოპიეში „ევროპის უსაფრთხოების განხილვაზე“ იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ფრენის უფლება დემოკრატიულ ქვეყნებში, თუ ის არ მიდის ჰააგაში.? – წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეუთოს სამიტთან დაკავშირებით, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან სამიტს ლავროვი დაესწრება.
ლიეტუვას, ლატვიისა და ს საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებასაც ავრცელებენ:
“ვწუხვართ იმ გადაწყვეტილების მიღების გამო, რომელიც საშუალებას მისცემს ს საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვს პირადად მიიღოს მონაწილეობა სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაზე. ეს რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს. ს დასწრება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე ასევე ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან შეგუების რისკს. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები, ამის ნაწილი არ ვიქნებით და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ამის შედეგებზე” ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სამიტს ბოიკოტს უცხადებს ც. სამაგიეროდ სკოპიეში ჩავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ლავროვთან ერთად დაესწრება მას.
ეუთოს სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში გაიმართება.