მერია ისევ თავს იმართლებს, “ყველაფერი უხვი ნალექის ბრალია”- ეს პასუხი აქვს კალაძის გუნდს თბილისის დატბორვაზე.
კადრებში, რომელსაც მთელი ღამე ხალხი თბილისის ქუჩებიდან ავრცელებდა ცხადად ჩანს, რომ ქალაქი სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო დაიტბორა. წყალს ცენტრალური ქუჩებიც კი ვერ ატარებდა. ეს კი მაშინ როდესაც ყოველ წელს მილიონები სანიაღვრე სისტემის გასაწმენდად იხარჯება. ვისი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისი ისევ კოლაფსის წინაშე დადგა.
ოპოზიცია ამბობს, რომ თბილისი ქაოტური მშენებლობების შედეგს იმკის, როდესაც ყველა კუთხეში კორპუსი ჩადგეს, ბეტონის ეზოები კი ძველ სანიაღვრე სისტემას დაუერთეს, რომელიც ასეთ მასშტაბზე გათვლილი არ ყოფილა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი გვიყვება, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემის დროს, ფორმალობად იქცა სანიაღვრე და საკომუნიკაციო სისტემების შესწავლა.




