რატომ ვერ ითამაშა ხვიჩამ? - პსჟ-მ მოიგო და 1/16-ფინალში გავიდა

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში პსჟ-მ გადახალისებული შემადგენლობით რანგით მეხუთე დივიზიონის სამოყვარულო „ფონტენე“ 4:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
1/16-ფინალები 10-11 იანვარს ჩატარდება.
გონსალო რამუშმა დუბლი შეასრულა. თითო-თითო გოლი დუემ და დემბელემ გაიტანეს.
სტუმართა გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, რომელსაც ვირუსი აქვს.
მომდევნო მატჩს „პარი სენ ჟერმენი“ 4 იანვარს სახლში „პარიზთან“ გამართავს.
ნანტი. „ბოჟუარი“
ფონტენე - პსჟ 0:4
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 დემბელე (34, პენ), 0:3 რამუში (53), 0:4 რამუში (58)
წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "სტოკს" სძლია
სამართლიანია საფონოვის გმირობა? - უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.