2024 წელი ყველაზე დიდი საარჩევნო წელი იქნება კაცობრიობის ისტორიაში – Economist

2024 წელი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნების წელია, რომელიც გლობალურ დაძაბულობას გაზრდის, ამის შესახებ ბრიტანული ჟურნალი The Economist-ი წერს. ჟურნალის შეფასებით, 4,2 მილიარდი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 50% მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და პრეზიდენტებსა და პარლამენტებს აირჩევს. ჯამში არჩევნები 60 ქვეყანაში გაიმართება.
მათ შორისაა საქართველო, , , ინდოეთი, , ინდონეზია, ბანგლადეში, მექსიკა და აფრიკის 54 ქვეყნიდან 18. საერთაშორისო ურთიერთობებისთვის პირველი მნიშვნელოვანი არჩევნები ტაივანში 13 იანვარს გაიმართება, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, არჩევნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პოლიტიკური ინსტიტუტების შოკს და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას გამოიწვევს.
მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატმა მარია რესამ ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ „2024 წლის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება გადარჩება თუ მოკვდება დემოკრატია“. ამერიკელი მილიარდერის ელონ მასკის თქმით, „2024 წელი უფრო გიჟური იქნება, ვიდრე წინა“.

ასევე დაგაინტერესებთ