რატი იონათამიშვილი – არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები

ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანები არ განეკუთვნებიან არც სამოქალაქო ორგანიზაციებს და არც პოლიტიკოსებს – ისინი კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ და ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლონ.
“ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სინამდვილეში, ისინი არც პოლიტიკოსები არიან და არც რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადგენენ. ისინი არიან კონკრეტული კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” წვერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ და ჩვენს ქვეყანას მტრობა გამოუცხადონ”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა