არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები

არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები
ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანები არ განეკუთვნებიან არც სამოქალაქო ორგანიზაციებს და არც პოლიტიკოსებს – ისინი კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ და ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლონ.
“ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სინამდვილეში, ისინი არც პოლიტიკოსები არიან და არც რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადგენენ.
ისინი არიან კონკრეტული კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” წვერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ და ჩვენს ქვეყანას მტრობა გამოუცხადონ.” – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
Previous: “ლელოს” მორიგი ტყუილი – გია აბაშიძე

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე