ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი ბრეგაძე: პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება იუსტიციის სახლების გახსნა

რატი ბრეგაძე: პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება იუსტიციის სახლების გახსნა
რატი ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დამატებით კიდევ გაიხსნება იუსტიციის სახლები.
რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებაში არის ქართული ინოვაციური პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ეს არის ქართული ინოვაციური პროგრამა, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სრული წვდომა ჰქონდეთ სახელმწიფო სერვისებზე და რა თქმა უნდა, ასევე იუსტიციის სახლებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლებიც. ეს არის უპრეცენდენტო პროექტი და ქართული ინოვაცია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მოწონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირდაპირ ვიტყვი, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის სერვისების მიწოდების კუთხით. დღეს პატიმრებს საქართველოში აქვთ იმის შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო სერვისები და ასევე, კერძო სერვისები ზუსტად თითქმის იმავე გარემოში, რომელშიც მიჩვეული არის ზოგადად მომხმარებელი“, განაცხადა რატი ბრეგაძემ.
Previous: რატი ბრეგაძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.