ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი ბრეგაძე: გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„დაბა ლაითურში ახლად გახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში“, – განაცხადა ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ უკვე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მისივე თქმით, ბრალდებულთა/მსჯავდრებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტი შესაძლებლობისთვის ასევე გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა.
Next: იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი ფართოვდება, რის შედეგადაც მთელ საქართველოში 130 იუსტიციის სახლი გვექნება – ბრეგაძე

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.