არქივი11 მაისი, 2025, 20:07
“რატის ბარში“ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს

პოლიცია აცხადებს, რომ „რატის ბარში“ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული ი.გ. და მეორე პირი, რომელსაც ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
პოლიციის განცხადებით ბრალდებულმა ბარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა 2006 წელს დაბადებული ა.შ. და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.