არქივი11 მაისი, 2025, 15:35
“რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობა გახსნა – “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
ცნობისთვის, დანაშაული ბარში გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.