ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება

ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება

თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს უნდა წარედგინოს.
36 და 45 წლის მამაკაცები სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 19 წლის ბიჭის ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობების მიყენებაში ედება ბრალი, მეორეს კი – მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.
გამოძიების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევია. ამჯერად მას კიდევ 15 წლამდე ვადით პატიმრობა ელის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.