რას ნიშნავს პრევენციული დაკავება – საიას თავმჯდომარის განმარტება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს რას ნიშნავს პრევენციული დაკავება. ამ და სხვა რეპრესიულ კანონებს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა:
გთავაზობთ ქუროდავანიძის განმარტებას:
პრევენციული დაკავებაა, როდესაც პირს არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, მაინც აკავებენ, იმიტომ, რომ პოლიციელის ვარაუდით, მომავალში შეიძლება ჩაედინა სამართალდარღვევა.
პრევენციული დაკავება ნებადართული ხდება იმ პირთან მიმართებით, რომესაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი სამართალდარღვევა. ცვლილებები არ აკონკრეტებს, განმეორებით ჩადენაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევა იგულისხმება, თუ სხვადასხვა. შესაბამისად, პრევენციული დაკავების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ის პირი, რომელსაც წარსულში უფიქსირდება ნებისმიერი სამართალდარღვევის ჩადენა. სამართალდარღვევების სახეები კი მრავალია, დაწყებული უბილეთოდ მგზავრობით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, დასრულებული წვრილმანი ხულიგნობით და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობით.
რადგან პრევენციული დაკავება მაშინ ხდება, როდესაც პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ეს საქმე სასამართლომდეც ვერ მივა. სასამართლოს ფორმალურადაც კი არ მოუწევს იმაზე მსჯელობა, ჩაიდინა თუ არა დაკავებულმა პირმა სამართალდარღვევა, რადგან პოლიცია ასეთ პირს სამართალდარღვევის ჩადენას კი არ ედავება, არამედ ვარაუდის საფუძველზე იჭერს.
ვარაუდის საფუძველზე დაკავებული პირი იზოლატორში მაქსიმუმ 48 საათით შეიძლება დატოვონ.
ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, გამოუშვებენ და თუ უნდა იდავოს პოლიციელის ვარაუდის სიმცდარეზე, მას მოუწევს სამი ინსტანციის სასამართლოს გავლა, რასაც დასჭირდება წლები და მაქსიმუმ, მიიღებს ზიანის ანაზღაურებას, 150 ლარამდე ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ