რას ნიშნავს ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგი, რომელსაც მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინას სთავაზობს?

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით  იტყობინება, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის სახით ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგს სთავაზობს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.

“უნიანის” ინფრომაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს საკითხი ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენა, პუტინმა კი ეს იდეა მოიწონა.

„უნიანის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებთან დაკავშირებით წინადადება უკრაინის პრეზიდენტს წარუდგინა.

როგორც „უნიანს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, აშშ და ევროპული ქვეყნები მხარს დაუჭერენ „მეხუთე მუხლის ტიპის“ უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მონაწილეობის გარეშე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…