ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას ვყიდით და ვყიდულობთ აშშ-ში, რომელმაც საქართველოს 10%-იანი ტარიფი დაუწესა?

რას ვყიდით და ვყიდულობთ აშშ-ში, რომელმაც საქართველოს 10%-იანი ტარიფი დაუწესა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. უფრო კონკრეტულად, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან მსოფლიოს აცნობა, რომ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.
მიმდინარე წელს ამერიკა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 486 859 570 დოლარი შეადგინა.
იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი ღირებულების შემდეგი 5 პროდუქტი გავიდა საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე:
· შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 2.13 მლნ დოლარის 1 997 ტონა;
· საფრენი აპარატების ნაწილები - 1.65 მლნ დოლარის 5.68 ტონა;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.36 მლნ დოლარის 193.8 ტონა;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 709 ათასი დოლარის 530 ტონა;
· მინერალური და მტკნარი წყლები - 347 ათასი დოლარის 568 ტონა.
იანვარ-თებერვალში აშშ-დან ყველაზე მეტი ღირებულების შემდეგი პროდუქტები შემოვიდა:
· სურათები, ნახატები და პასტელები - 227 958 470 დოლარის 5.24 ტონა;
· მსუბუქი ავტომობილები - 193 495 530 დოლარის 15 301 ერთეული;
· ქანდაკებების და სტატუეტები - 30 663 540 დოლარის 19 ტონა;
· თხილი და სხვა კაკალი - 4 699 100 დოლარის 652 ტონა;
· სატვირთო ავტომობილები - 1 821 480 დოლარის 70 ერთეული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.