არქივი20 იანვარი, 2025, 13:52
რასპადორის ირონია კვარაცხელიას მისამართით? - რა თქვა "ნაპოლის" ავტობუსში იტალიელმა ყოფილ ქართველ თანაგუნდელზე [VIDEO]
![რასპადორის ირონია კვარაცხელიას მისამართით? - რა თქვა "ნაპოლის" ავტობუსში იტალიელმა ყოფილ ქართველ თანაგუნდელზე [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/01/b0f8dabc7616193caab0c0e4745d00ff-ysNnZE.jpeg)
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტას" 3:2 სძლია, რამაც "პარტენოპეის" ფანები ძალიან გაახარა და დიდებული დახვედრა მოუწყვეს.
ამ ზეიმს მობილურით გუნდის თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე იღებდა, რასპადორიმ კი უთხრა, რომ ვიდეო კვარაცხელიასთვის გაეგზავნა.
Arenanpoli წერს, რომ ეს შესაძლოა, ირონიით ყოფილიყო ნათქვამი და "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელი ქართველის გადაწყვეტილებისა და პსჟ-ში გადასვლის გამო უკმაყოფილო იყოს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას დებიუტი ახალ გუნდში 26 იანვრას შედგება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.