ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

"მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Sky Sport Italia-სთან პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, ქართველი ფეხბურთელი "პარტენოპეიდან" პარიზულ გრანდში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
"მწვრთნელმა გუნდი შესანიშნავად მოამზადა, ამიტომ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით. ყველას ესმის, რომ კლუბიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა.
ხვიჩამ თავად გვთხოვა მისი გაყიდვა. დიდი ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა მანამ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.