არქივი27 თებერვალი, 2025, 12:37
რასა იუკნევიჩიენე - ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ

ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოვუწოდებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროკომისიას, გაიგონ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის აგრესიული რუსეთის იმპერიის მიმართ ევროპული წინააღმდეგობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.