რასა იუკნევიჩიენე – როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები და ვითარება მეგრძნო

როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა.
“ეს ერთ-ერთი ჩემი შეხვედრაა აქ ერთდღიანი მოკლე ვიზიტის პერიოდში ერევნიდან სახლისკენ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტში, მუდმივი მომხსენებელი ვარ საქართველოზე. [მნიშვნელოვანი იყო] მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო.
პირველ რიგში, შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ელჩებთან, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე ოპოზიციიდან პოლიტიკოსებთან და ასევე მექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან