არქივი18 აპრილი, 2024, 12:54
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას
საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები და არა რუსული კანონი უცხოური აგენტების შესახებ, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას.
„სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში“, - წერს ევროპარლამენტარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.