დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს
თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი მომენტია და არჩევანი ახლა უნდა გაკეთდეს. მანიპულაციაა, როდესაც თქვენი მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ ანაღვლებს და სწორედ ამიტომ მიუბრუნდა ახლა ამ რუსული სტილის კანონს. თქვენი ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით. თქვენი მთავრობა მუდმივად გვაკრიტიკებდა, რომ მხოლოდ ზოგიერთი ევროპარლამენტარი აკრიტიკებს მათ. სინამდვილეში კი სოციალისტებმაც გარიცხეს თავიანთი რიგებიდან “ქართული ოცნება”, ასე რომ ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, ალბათ უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანის გარდა, რომელიც სულ უფრო პრორუსი პოლიტიკოსი ხდება და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს