რასა იუკნევიჩიენე - თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით

თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თმქით, „ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამშრომლებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან.
„არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.