ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს” – იუკნევიჩიანე

,, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს” – იუკნევიჩიანე

,, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს” – იუკნევიჩიანე
ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა:
,,ევროკავშირი ძლიერ გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის მოხელეებს ქართული ოცნებიდან – ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყო პროევროპული და კრემლის მომხრე ერთდროულად, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს საქართველოში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მომავალი არჩევნების სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
თუკი ქართული ოცნება გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, იძულებულნი ვიქნებით, გადავხედოთ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ასევე მოვითხოვთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას. […]
ძვირფასო ქართველობა, არავინაა საქართველოს მომავალზე პასუხისმგებელი ისე, როგორც თქვენ.
იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი მოძებნის გზას, დაუბრუნდეს ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახს.“
,,ტაბულა”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.