რაჟდენს კუპრაშვილი იტალიის კვლევითი ცენტრის „Terrutoria house”-ის ექსპერტებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენს კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, იტალიის კვლევითი ცენტრის „Terrutoria house”-ის ექსპერტებს პაოლო ბერტაჩინისა და საბრინა ვეტოზატოს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპერტებმა ბიუროს წარმომადგენლებს თავიანთი საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ბესიკ ვეკუა და ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება – ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება – დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე, მთაში 37-40 გრადუსამდე

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი იყო, საერთო საფრთხე გვაქვს – რუსეთი – მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შენარჩუნება და შეთანხმებულად მოქმედება