ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ფინეთის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ფინეთის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის დეპარტამენტის ექსპერტებს, ნორა არნიოსსა და ვენლა მანტისალოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს.
მათივე ცნობით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ბესიკ ვეკუა და ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.