ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე განთავსებულ ღონისძიებათა პროგრამაშია აღნიშნული.
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
ასევე, „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრის გარდა, 13 ივნისს, თავდაცვის მინისტრების დონეზე უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაც გაიმართება.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წინა, 22-ე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა და შეხვედრის მთავარ საკითხს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და საარტილერიო ჭურვების მიწოდება წარმოადგენდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.