ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა, კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს”, - ნათქვამია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.